იტალიის სამხრეთში, ნეაპოლის მახლობლად 4.7 მეათედი მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაშავდა 10 ადამიანი. დაზარალებული რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, მოქალაქეების ნაწილმა ღამე ქუჩაში გაათენა.
დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მედია წერს, რომ ბიძგები იგრძნობოდა ნეაპოლში, კუნძულ ისკიაზე და სორენტოს ნახევარკუნძულზეც.