საქართველოს წრიული რბოლის ჩემპიონატის ახალი სეზონი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე განახლდა.
ღონისძიება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური საავტომობილო ჩემპიონატია, რომელშიც მონაწილეობა, როგორც მოყვარულმა, ისე პროფესიონალმა მრბოლელებმაც შეძლეს.
წრიული რბოლის ჩემპიონატი, ქვეყანაში ავტოსპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.