საფრანგეთი, პარიზი - ევროპული მუსიკალური კულტურის ცენტრი - შანზელიზეზე მდებარე, მე-18 საუკუნის ისტორიული სასახლის, მარსელს დასოს კარი სტუმრებისთვის წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღება.
მოოქრული დარბაზები ფონდ "ესოეს" ტალანტების გალაკონცერტს მასპინძლობს, რომლის პირველი ბენეფიციარი ელისო ბოლქვაძე იყო. მისი სახელი და გვარის წარმოთქმისას, რეგალიების ჩამოთვლა საჭირო არ არის. მუსიკასთან ერთად გაიზარდა, ცნობილი მწერლის, ზაურ ბოლქვაძის ოჯახში - იქ, სადაც ლიტერატურა ძალიან უყვარდათ.
ოჯახის ყველაზე მადლიერია, მთავარი გულშემატკივარი დედაა, რომელმაც მის ნიჭს ბიძგი მისცა.
ურთულესი ნაწარმოების შესრულების გასაოცარი ტექნიკით დროს აჩერებს, სივრცეს ათავისუფლებს, სიცარიელეს მუსიკით ავსებს. შეუძლია, შექმნას სენსიტიური გარემო, რომელიც როიალსა და ბგერას შორისაა. რჩება ნამდვილი მუსიკა - თეატრალიზება არ უყვარს, ამიტომაც მისი მოსმენისას მხოლოდ ბგერები გესმის.
მუსიკა მისთვის სამსახური არ არის, ეს უფრო სიამოვნებაა, რომელიც თავისუფლებამ მოიტანა. აჭარის კულტურის მინისტრის პოსტზე ამის შესაძლებლობა კიდევ უფრო მიეცა. კულტურა მთაშიც აიტანა, სადაც წარმოუდგენელი სცენები დახვდა...
1998 წელს, სიღარიბით დასუსტებულ ქვეყანაში, როცა მუსიკისთვის არავის ეცალა, ელისო ბოლქვაძის მოწვევით, თბილისს ფრანგი კომპოზიტორი და ფილოსოფიის დოქტორი, მაესტრო მიშელ სონი ეწვია.
ახალგაზრდა, ნიჭიერი პიანისტების აღმოჩენა და სწორ გზაზე დაყენების ისტორია 25 წელს ითვლის.
სირთულეები და დაბრკოლებები მეტი მოტივაციაა. მისთვის ვერ არ არსებობს. დაუღალავი შრომით, მეცადინეობით დადგა დიდ სცენაზე. ამას ითხოვს ახალი თაობისგანაც.
საქართველოდან საფრანგეთამდე, ბავშვების ოცნებებსა და დიდ სცენას შორის გზამკვლევი თავად მინისტრია. თავის დროზე, შანსი მასაც მიეცა, ახლა ამას სხვებისთვის აკეთებს. ეს კონცერტიც ასეთია - ერთი ნაბიჯი, ერთი დიდი გამოცდილება, ერთი შანსი დამწყებ პიანისტებს. დანარჩენი უკვე მათზეა.
პარიზული კონცერტი უკვე ფონდის ყოველწლიური ტრადიციაა. საქართველოდან ნიჭიერი შემსრულებლები ფართო აუდიოდეს წინაშე გამოდიან.
სპეციალურად მიწვეული საერთაშორისო სტუმრების წინაშე 3 ნორჩი პიანისტი წარდგა: გიორგი აბაშიძე, ნუცა ხოჯრევანიძე და ანდრეა კაპანაძე. სამივე ბათუმიდან.
კონცერტის შესახებ რეცენზიები ცნობილმა ჟურნალმა "ფიგარომ" და ფრანგულმა მუსიკალურმა რადიოარხმა გააშუქა. საღამოს ესწრებოდნენ საქართველოდანაც.
იუნესკოს მშვიდობის არტისტის, საფრანგეთის რეგიონის ორდენოსანის, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის აღმოჩენები გრძელდება. წინ დაგეგმილი კონცერტებია, შემდგედ, ახალი ენერგიებით, აჭარას დაუბრუნდება. ერთი წლის შემდეგაც, პარიზის სცენას ახალი თაობისთვის მთავარ შესაძლებლობად გამოიყენებს.