01 აგვისტო 2026,   15:17
ვრცლად
ამბროლაურში, ნარჩენების ახალ გადამტვირთავ სადგურზე გამწვანების აქცია მოეწყო

ამბროლაურში, ნარჩენების ახალ გადამტვირთავ სადგურზე გამწვანების აქცია მოეწყო — ტერიტორიაზე 100-მდე კვიპაროსი დაირგო.

პარალელურად, იწყება ქალაქის ძველი ნაგავსაყრელის დახურვა. ობიექტი, რომელიც ქალაქიდან ორ კილომეტრში მდებარეობს, უკვე 20 წელზე მეტია მოქმედებს და მისი კონსერვაცია გარემოსდაცვითი ნორმების სრული დაცვით უნდა მოხდეს.

რეფორმის მიზნად რეგიონში ნარჩენების მართვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელდება.

დღის ამბები