01 აგვისტო 2026,   09:25
ვრცლად
რეგიონებში 9 აპრილის მემორიალები ყვავილებით შეამკეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

კახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოქალაქეები 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ.

9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს გორშიც. 9 აპრილის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 1989 წლის მოვლენები გაიხსენეს.

ახალციხეში ქალაქის ცენტრალურ პარკში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ჩატარდა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. გმირების მიმართ პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს ოზურგეთშიც.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური აღნიშნავს, დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე დღეა.

"პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას, დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე დღეა. მადლობა გმირებს თავისუფლებისათვის," - აცხადებს ვარლამ წიკლაური.

დღის ამბები