05 აგვისტო 2026,   08:49
ვრცლად
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. მალტაში დასრულებულ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენმა გუნდმა ისტორიულ შედეგს მიაღწია - საქართველო მსოფლიოს 8 უძლიერეს ნაკრებს შორის მოხვდა და სუპერ-ფინალის საგზური მოიპოვა.

ტურნირის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდა და ორ ქულიანი სხვაობით დათმო თამაში. ფინალში მარცხის მიუხედავად, მთავარი მიზანი მიღწეულია. საქართველო ივლისში ავსტრალიაში გასამართ სუპერფინალში იასპარეზებს.

დღის ამბები