"თბილისი არენაზე" ძიუდოს ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება მიმდინარეობს. შეჯიბრი ხვალ დაიწყება და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მასში 46 ქვეყნის 400-ზე მეტი ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირში საქართველოს ნაკრები პირველად იქნება სრული შემადგენლობით წარმოდგენილი.
კონტინენტის პირველობის მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს სპორტის მინისტრი გაეცნო. ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს საქართველო მეორედ მასპინძლობს.