20 ივნისი 2026,   11:35
ვრცლად
თბილისში, ბობ უოლშის ქუჩაზე  ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ბობ უოლშის ქუჩაზე ცეცხლი ავტომობილს გაუჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ავტომობილის მართვის დროს ცეცხლი შენიშნა და მანქანის დატოვება მოახერხა, რის შემდეგაც ავტომობილი ცეცხლში გაეხვა. 

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის დანაყოფები.

დღის ამბები