ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა სოფლების, მინაძე-ჭაჭარაქის რეაბილიტირებული სატუმბი სადგური დაათვალიერა.
სატუმბი სადგური სრულ მზადყოფნაშია და მოახლოებულ რწყვის სეზონს გამართული ინფრასტრუქტურით ხვდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.
შესაბამისი სამსახურის ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობს სარწყავი არხების გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოებიც.