01 აგვისტო 2026,   15:18
ვრცლად
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პასკის ფესტივალი მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პასკის ფესტივალი მიმდინარეობს. ტრადიციულად, მასპინძელი სოფელი გიორგეთია. საფესტივალო ტერიტორიაზე წარმოდგენილია პასკის ნაირსახეობები და ტრადიციული კულინარია.

ცალკე სივრცეა დათმობილი პატარებისთვის, სადაც მოწყობილია ატრაქციონები. დაგეგმილია ნორჩი მხატვრების შემოქმედების გამოფენა და პასკის გამოცხობის მასტერკლასები.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებიან.

დღის ამბები