ბათუმის დრამატულ თეატრში სპეკტაკლ "რევიზორის" პრემიერა გაიმართა. ნიკოლაი გოგოლის პიესა სცენაზე რეჟისორმა გიორგი კაშიამ გააცოცხლა. ნაწარმოები აქტუალურ თემებს ეხება და საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს ასახავს.
"რევიზორი" მეორე ნაწარმოებია, რომელიც რეჟისორმა გიორგი კაშიამ ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე მოკლე პერიოდში დადგა, მანამდე მაყურებელმა დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირის" ადაპტირებული ვერსია იხილა.