საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთშია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასტანაში მიხეილ ყაველაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში, რომელიც გაეროსთან პარტნიორობით იმართება; პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვა და აქცენტს კლიმატის ცვლილებასა და რეგიონულ დაკავშირებადობაზე გააკეთებს.
ვიზიტის ფარგლებში შედგება ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაც.
მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთში გუშინ ჩაფრინდა. აეროპორტში მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და საგარეო უწყების ხელმძღვანელი დახვდნენ. პრეზიდენტი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.