13 სექტემბერი 2026,   11:47
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მოწყალების სააგენტო, ის არის სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ვალდებულია, იზრუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე - ქეთევან ბაკარაძე

პარლამენტში ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ. მიხეილ სარჯველაძე ინტერპელაციის ფორმატში ფრაქციამ "საქართველოსთვის" დაიბარა. მინისტრისთვის გაგზავნილი 24 შეკითხვიდან პირველი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობას ეხება. დეპუტატები მინისტრისგან განმარტებას ითხოვენ, რატომ ამბობს სახელმწიფო უარს ახალი პრეპარატების დაფინანსებაზე. ასევე კითხვები ეხება ონკოპაციენტების მკურნალობის გამოწვევებს, მედიკამენტების ხარისხსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეფორმასაც.

რატომ ვერ იცავს სახელმწიფო დღეს იმ მოქალაქეებს, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით დაბარებულ ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს ფრაქცია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ.

"ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მოწყალების სააგენტო, ის არის სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ვალდებულია იზრუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მათ სოციალურ გარანტიებზე, არც სამინისტროს ბიუჯეტია თქვენი ქონებრივი საკუთრება. თქვენ არ ხართ, უბრალოდ, წარუმატებელი მინისტრი, თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი. იმედია, დღეს მაინც შეიკავებთ თავს პოპულისტური მესიჯ ბოქსებისგან. რატომ ვერ იცავს სახელმწიფო დღეს იმ მოქალაქეებს, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება?", - მიმართა ქეთევან ბაკარაძემ სარჯველაძეს. 

დღის ამბები