ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს. ოლიმპიადას ვილნიუსმა უმასპინძლა. ევროპის პირველ მათემატიკურ ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა ერთი ოქროს, სამი ვერცხლის მედალი და ორი საპატიო სიგელი მოიპოვეს.
სანდრო ჟღენტი კომაროვის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა, რომელმაც ევროპის პირველ მათემატიკურ ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა. ამავე სკოლის მოსწავლე გიორგი გუმბერიძემ კი ვერცხლის მედალოსანი გახდა. ახლა მათი მიზანი შანხაის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატების მიღწევაა.
საქართველოს გუნდმა-ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი სიგელი მიიღო. ეს წარმატება 6 კაციანი გუნდიდან, 5 კომაროვის სკოლის და ერთი ვეკუას სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნის. გუნდმა ჯამურად 21 ქვეყნიდან მე-5 ადგილი დაიკავა. საერთაშორისო ოლიმპიადას 23-29 აპრილს ვილნიუსმა უმასპინძლა.
გუნდის წევრებს, ონლაინ რეჟიმში წარმატება პირადად მიულოცა განათლების მინისტრმა. მოსწავლეები საქართველოში ხვალ დაბრუნდებიან. მათი მონაწილეობა ოლიმპიადაზე სამინისტროს და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მიერ დაფინანსდა.
რიგით 67-ე საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადა 2026 წელს შანხაიში გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისევ მიიღებს მონაწილეობას.
ავტორი: ანა ხოშტარია