თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებული დაარწმუნა, რომ სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის, ჩინეთიდან საჭირო ტექნიკის შესყიდვა- ტრანსპორტირებაში დაეხმარებოდა. მისი მითითებით დაზარალებულმა თანხა ჩინურ კომპანიას გადაურიცხა.
რამდენიმე დღეში, შემსრულებელმა ორგანიზაციამ, ბრალდებულს, როგორც შუამავალს აცნობა, რომ 51 600 ლარის ღირებულების კონკრეტული ტექნიკის მიწოდებას ვერ შეძლებდა და თანხას დამკვეთს დაუბრუნებდა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა კომპანიას თავისი საბანკო მონაცემები მიაწოდა და თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვა მოითხოვა. ჩარიცხული თანხა კი სრულად მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა,"- ნათქვამია განცხადებაში.