01 აგვისტო 2026,   14:08
ვრცლად
განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის მიმდინარე საერთაშორისო სასტიპენდიო და საგრანტო პროგრამებს აქვეყნებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, მოიპოვონ დაფინანსება და ისწავლონ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მიმდინარე საერთაშორისო სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამები:

"სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2026-2027"
აკადემიური წელი: 2026-2027
რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 20 მაისის ჩათვლით

ფულბრაიტის (Fulbright) სამაგისტრო პროგრამა
სრული დაფინანსება აშშ-ის უნივერსიტეტებში
აკადემიური წელი: 2027-2028
რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 1 ივლისის ჩათვლით

სასტიპენდიო პროგრამა ყაზახეთში
სწავლა ყაზახეთის საჯარო უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე
აკადემიური წელი: 2026-2027
რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 14 ივნისის ჩათვლით
საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი სასტიპენდიო პროგრამების ჩამონათვალი ეტაპობრივად გაფართოვდება." - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://mes.gov.ge/content.php?id=218&lang=geo

 

დღის ამბები