01 აგვისტო 2026,   05:51
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბათუმის განვითარების გეგმაზე სასაუბროდ, ბათუმის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. განიხილეს ქალაქში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები.

ზურაბ პატარაძემ პრიორიტეტად მოსახლეობისთვის ღირსეული პირობების შექმნა და ტურისტული სეზონისთვის მზადება დაასახელა. დაიგეგმა მოქალაქეებთან ერთობლივი შეხვედრებიც.

"ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. მოგვეცა საშუალება, გვემსჯელა ყველა საჭირბოროტო საკითხზე, მერიის მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. განვიხილეთ სოციალური პროექტები, ინფრასტრუქტურული პროექტები, დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტები, რომელიც დგას დღის წესრიგში. პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურული მშენებლობა, განვითარება, ღირსეული ცხოვრება ჩვენი მოქალაქეების, ყველა პირობის შექმნა, რათა ყველა ქუჩა, უბანი იყოს მოწესრიგებული, იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა,“ - აცხადებს ზურაბ პატარაძე.

დღის ამბები