რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს - მე-19 მიკრორაიონში 5 ათას 600-ს კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება ასფალტი, მანამდე კი მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდება. გაკეთდება სანიაღვრე სისტემა, გარე განათების ახალი ქსელი და მწვანე სივრცეები. პროექტის ღირებულება მილიონ ნახევარ ლარს აჭარბებს.
"ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი გამოწვევა დღეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა და ვცდილობთ, რომ დავძლიოთ გამოწვევა, როგორც ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციით, ასევე შიდა საუბნო სივრცეების მოწესრიგებით. მე-19 მიკრორაიონში სკოლასთან და ბაღთან არსებული ძალიან მნიშვნელოვანი მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, აქტიორად მუშაობს GWP, რომელიც გამოცვლის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას," - აცხადებს რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე.