01 აგვისტო 2026,   05:51
ვრცლად
გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში 90 მილიონი ევროს ღირებულების მასშტაბური პროექტი განხორციელდება

გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში 90 მილიონი ევროს ღირებულების მასშტაბური პროექტი განხორციელდება. ინიციატივა ზემო სამგორის სარწყავი სისტემის სრულფასოვან რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტი 19 ათასზე მეტ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მოიცავს და სარწყავი ინფრასტრუქტურის განახლებას უზრუნველყოფს.

ინიციატივის დეტალები "საქართველოს მელიორაციის" წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას გააცნეს.

დღის ამბები