ხონის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ. "ხონელობა 2026-ის" ფარგლებში, დღის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებები იქნება წარმოდგენილი.
მუნიციპალიტეტის ცენტრში მოწყობილია, როგორც კულტურული და სპორტული, ასევე შემეცნებითი სივრცეები. წარმოდგენილია ბაზრობები და მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. დღესასწაული გალა-კონცერტით დასრულდება.