გორში, სტადიონ "ქართლის" ტერიტორიაზე, თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შენდება ახალი სივრცე, სადაც განთავსდება გასახდელები, საშხაპეები, მწვრთნელებისა და შეხვედრების ოთახები.
ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის, რაც სივრცეს ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის. პროექტი ასევე ითვალისწინებს არსებული სტადიონის რეაბილიტაციასა და ახალი სპორტული მოედნების მოწყობას.
მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.