განათლების მინისტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები გააცნო.
გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა. მან მშობლების კითხვებსაც უპასუხა.