01 აგვისტო 2026,   14:08
ვრცლად
ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის ჩატარება თბილისში პირველი მაისიდან უკვე შესაძლებელია - ვის შეუძლია ჩართვა ახალ მუნიციპალურ პროგრამაში

ფილტვის კიბოს სკრინინგის მაქსიმუმ 2 წუთიანი კვლევა, პაციენტისთვის ვერაგი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და სიცოცხლის გახანგრძლივების გარანტიაა - ეს ფუფუნება კი უფასო პროგრამის სახით, მსოფლიოს მხოლოდ 11 წამყვანი ქვეყნის შემდეგ, 1 მაისიდან უკვე საქართველოშიც ამოქმედდა, ამ ეტაპზე დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის.

ფილტვის კიბო სიხშირით მეორე სიმსივნური დაავადებაა. კიბოს მიზეზით სიკვდილიანობის სტატისტიკით კი პირველ ადგილზეა. სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს და 70 პროცენტამდე ზრდის სიცოცხლის გახანგრძლივების მაჩვენებელს.

ცნობილია, რომ ფილტვის კიბოს შემთხვევათა 90% თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება. დაავადების რისკი იზრდება ყოველდღიურად მოწეული სიგარეტის რაოდენობისა და წლების მიხედვით. ამიტომაც, უფასო სკრინინგის სამიზნე ჯგუფად 45-დან 75 წლის ასაკის, თამბაქოს აქტიური მომხმარებლები და ის მწეველები განისაზღვრა, ვინც მოწევას ბოლო 15 წელია, თავი დაანება.

ასაკთან ერთად ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობაც იზრდება. ფილტვის კიბოს მქონე 3-დან 2 პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა. ფილტვის კიბო ადრეულ სტადიაზე თითქმის სიმპტომების გარეშეა. კლინიკურად საყურადღებო ჩივილები უკვე დაავადების გვიან სტადიაზე ვლინდება. ონკოლოგები დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის სიკეთეებზე საუბრობენ.

ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩართვა უკვე შეუძლიათ თბილისის მაცხოვრებლებს, ისინი უფასო კვლევებს დედაქალაქის მასშტაბით 16 კლინიკაში ჩაიტარებენ.

უფასო სკრინინგ პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგ კლინიკებში:

1. "ნიუ ჰოსპიტალი"

2. "ჯეო ჰოსპიტალი"

3. "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქი"

4. " თოდუას კლინიკა"

5. " ფილტვის ჯანმრთელობის ერობნული ცენტრი"

6. " ჯერარსი"

7. " ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა"

8. " კურაციო"

9. " ავერსის კლინიკა"

10. "ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრი"

11. "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი"

12. "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი"

13. "ახალი სიცოცხლე "

14. "ქირურგიის ეროვნულ ცენტრი"

15. "კავკასიის მედიცინის ცენტრი"

16. "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"

"დაავადებათა სკრინინგის" პროგრამის ფარგლებში დედაქალაქის მერიამ ფილტვის კიბოს სკრინინგი 2026 წელს 3 მილიონი ლარით დააფინანსა.

 

დღის ამბები