ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაილეთში სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო 4-მეტრიანი საავტომობილო ხიდი, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, 210 მეტრის ლითონის ცხაურები, 690 მეტრი-სიგრძის ასფალტის გზა და ეზოებში შესასვლელები.
გზის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.