აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა. ზურაბ პატარაძე მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმებს გაეცნო და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მისი განცხადებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც სატრანზიტო, ისე ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებით.