01 აგვისტო 2026,   10:02
ვრცლად
ახალციხეში ახალი, 75 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღი აშენდა

ახალციხეში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა. თანამედროვე სტანდარტების სააღმზრდელო დაწესებულება იაძის ქუჩაზე მდებარეობს. ორსართულიანი შენობა 75 პატარაზეა გათვლილი.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ჯგუფების ოთახები, დარბაზი და ეზო გასართობი სივრცეებით. ბაღი მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს.

მშენებლობა მილიონ 650 000 ლარი დაჯდა და ის რეგიონული ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

დღის ამბები