01 აგვისტო 2026,   08:05
ვრცლად
დუშეთის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

დუშეთის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში ათი ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა, რის მეშვეობითაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, საჭირო ინფორმაცია ადგილზე მიიღოს.

ადმინისტრაციული შენობები გასულ წელს ონსა და სადმელშიც აშენდა, ხოლო, სარეაბილიტაციო სამუშაოები ლენტეხში, მცხეთაში, ასპინძაში, ზესტაფონსა და საჩხერეში ჩატარდა.

დღის ამბები