01 აგვისტო 2026,   10:03
ვრცლად
ოკუპირებულ ხურვალეთში ვალია ვანიშვილი, დათა პაპას მეუღლე დაკრძალეს - ქართული პოლიციის საგანგებო შეთანხმების საფუძველზე, პროცესიაზე ოჯახის ახლობლების შეშვება მოხერხდა

ოკუპირებულ ხურვალეთში ვალია ვანიშვილი, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა პაპას მეუღლე დაკრძალეს. ის 17 მაისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ოკუპაციის მიუხედავად, ცოლ-ქმარს მშობლიური სახლი არასოდეს მიუტოვებია.

დღეს, გამონაკლისის სახით, დაკრძალვის პროცესიაზე ოჯახის ორი ახლობლის შეშვება მოხერხდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამძიმრისთვის მათი შესვლა ქართული პოლიციის მიერ, საგანგებო მოლაპარაკებებისა და შეთანხმების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.

ვალია ვანიშვილის მეუღლე, დათა ვანიშვილი 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა ცოლ-ქმარს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რადგან ე.წ. საზღვრის გავლის შედეგად მათი სახლი ოკუპირებულ მხარეს მოექცა.
დათა და ვალია ვანიშვილებმა უარი თქვეს მშობლიური ადგილის მიტოვებაზე და სიცოცხლის ბოლომდე მავთულხლართებს მიღმა დარჩნენ.

დღის ამბები