"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის შემდეგ, თურქეთის რკინიგზა, საქართველოს გავლით, უკვე ღიაა სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის", - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
ნიკოლ ფაშინიანი პარტნიორ ქვეყნებს მადლობას უხდის.
"ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის", - წერს ნიკოლ ფაშინიანი.