01 აგვისტო 2026,   08:05
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად აჭარა მრავალფეროვანი პროგრამით ემზადება

დამოუკიდებლობის დღისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს რეგიონებშიც. 17:10-ზე საქართველოს ყველა დიდი ქალაქში პარალელურ რეჟიმში შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და გაიმართება საზეიმო ღონისძიებები. მრავალფეროვანი პროგრამით ემზადება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად აჭარაც.

დაგეგმილია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობა. იგეგმება სხვადასხვა კულტურული და საბავშვო აქტივობები. ასევე, მოეწყობა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. საღამოს კი ექვსივე მუნიციპალიტეტში საზეიმო კონცერტი გაიმართება.

დღის ამბები