01 აგვისტო 2026,   08:06
ვრცლად
ხვალ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ერთდროულად შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და გაიმართება საზეიმო ღონისძიებები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

ამ დღისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს რეგიონებში. ტრადიციულად, 17:10 საათზე - იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში ერთდროულად შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და საბავშვო აქტივობები, გამოფენები და გალაკონცერტები.

26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, თბილისში სადღესასწაულო ღონისძიებები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში, ხაზინისა და ფხოვის, ფურცელაძისა და ვეკუას ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაიმართება. 20:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ჩატარდება გალაკონცერტი.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება სლოგანით - "1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს". 

 

დღის ამბები