01 აგვისტო 2026,   13:52
ვრცლად
26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს ფოთი უერთდება

26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს ფოთიც უერთდება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გარემოს დაცვისა და საზღვაო უწყებები მოქალაქეებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ.

ადგილზე მისულ სტუმრებს დილის 11:00 საათიდან დახვდებათ საზღვაო სივრცეები, სადაც გამოცდიან გემის სიმულატორს და დაათვალიერებენ აფრიან ნავებსა თუ საზღვაო რუკებს.

პროგრამის ფარგლებში, ასევე გაიმართება წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას კი გრანდიოზული გალაკონცერტი დაასრულებს.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა - სრულად

დღის ამბები