ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას წელს ახალციხეში უმასპინძლებს. ახალციხის ციხის ისტორიულ სივრცეში მოეწყობა კულტურული, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, საბავშვო და ოჯახური სივრცეები, თემატური ზონები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი გასტრონომიული სივრცეები.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი და სიმბოლური ნაწილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ისტორიულ დროს - 17:10 საათზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება.
დღის განმავლობაში, სადღესასწაულო განწყობას ადგილობრივი ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები შექმნიან, ხოლო ღონისძიება საღამოს მთავარი კონცერტით დასრულდება.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა - სრულად