საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, თელავში სამზადისი დასრულებულია. წელს თელავში მასპინძელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. ღონისძიებების ძირითადი ნაწილი 12:00 საათიდან დაიწყება და საღამომდე გაგრძელდება.
საზეიმო საღამოზე უწყების ორგანიზებით წარმოდგენილი იქნება მოძრავი ელემენტებით აღჭურვილი 3D მაკეტი, რომელიც აჩვენებს, რა გზას გადის ელექტროენერგია მომხმარებლამდე.
პარალელურად, ადგილზე მისულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში, ადგილობრივი მეწარმეები საკუთარ პროდუქციას გააცნობენ, საღამო კი გალაკონცერტით დასრულება.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა - სრულად