01 აგვისტო 2026,   09:26
ვრცლად
ბათუმში დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნავენ - ანბანის კოშკთან სამხედრო ტექნიკა და გასართობი სივრცეებია მოწყობილი

აჭარაში საზეიმო ღონისძიებებია - ბათუმში, სადღესასწაულო ღონისძიებების ეპიცენტრი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაა.

ბულვარში დილიდან საღამოს 20:00 საათამდე მრავალფეროვანი სპორტული, შემეცნებითი და გასართობი სივრცეები იმუშავებს. პატარებისა და მოზარდებისთვის მოწყობილია მინი-ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები.

ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ინტერაქტიურ აქტივობებში. დღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აქცენტი საფეხბურთო კუთხეა - სტენდთან "დინამო ბათუმის" ფეხბურთელები გულშემატკივრებს ხვდებიან, სამახსოვრო ბარათებზე ავტოგრაფებს ტოვებენ, ფოტოებს იღებენ და მომავალ მატჩებზე დასასწრები ბილეთების გათამაშებასაც მართავენ.

ბულვარში, ასევე მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ბათუმი იმ 20 ქალაქს შორისაა, სადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური სივრცე მოაწყო. მოქალაქეებს და ქალაქის სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, დაათვალიერონ და გაეცნონ საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებულ ტექნიკას.

 

დღის ამბები