01 აგვისტო 2026,   09:26
ვრცლად
26 მაისს იმერეთში ინოვაციური, ტექნოლოგიური და დატვირთული პროგრამით ხვდებიან

26 მაისს იმერეთში ინოვაციური, ტექნოლოგიური და დატვირთული პროგრამით ხვდებიან. ქუთაისის ცენტრალური ნაწილი დღეს სამეცნიერო და გასართობ სივრცედაა ქცეული. ქალაქში მოსულ სტუმრებს დილიდანვე უნიკალური ტექნოლოგიური ვორქშოფები ხვდებათ. ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავს ორკესტრი.

ცენტრალურ მოედანზე გახსნილია მინი-გოლფის, შაშისა და ბოულინგის სპორტული სივრცეები, მოწყობილია კვების ზონა და ბარი. სხვა დიდ ქალაქებთან ერთად, ქუთაისიც მასპინძლობს თავდაცვის ძალების შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გამოფენას, სადაც მოქალაქეებს ქართული ჯარის აღჭურვილობის დათვალიერება შეუძლიათ.

17:10 საათზე, ისტორიულ წუთზე, ქუთაისიც მთელ საქართველოსთან ერთად, ერთხმად შეასრულებს სახელმწიფო ჰიმნს. სადღესასწაულო პროგრამა 19:00 საათიდან გალაკონცერტით დასრულდება.

დღის ამბები