გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ინფორმაციას ეკოტურისტული მარშრუტების, დაცულ ტერიტორიებზე არსებული ბიომრავალფეროვნების, ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ.