01 აგვისტო 2026,   04:49
ვრცლად
ინფრასტრუქტურის მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ინფრასტრუქტურის მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა დაათვალიერა როგორც გზების რეაბილიტაციის, ისე სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენისა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების სამუშაოები.

რევაზ სოხაძემ გომი-საჩხერე-ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად შეამოწმა და ერთ-ერთ მონაკვეთთან დაკავშირებით სამუშაოების ხარისხისა და ტემპის გაუმჯობესების მიზნით მითითებები მისცა.

ამ ეტაპზე, გზის ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს სამუშაოები და ჯამში რეაბილიტაცია 27.8 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს.

დღის ამბები