ამბროლაურმა ფესტივალ "სახიობა რაჭაში 2026" უმასპინძლა. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფოლკლორული, საესტრადო, ქორეოგრაფიული და საგუნდო ანსამბლები მონაწილეობდნენ.
"სახიობა რაჭაში 2026" დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.