05 აგვისტო 2026,   02:51
ვრცლად
ირაკლი ჩიხლაძეს ჯაშუშურ საქმიანობასთან, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების რაიმე შელახვასთან, კავშირი არ აქვს - ადვოკატი გიორგი გელხაური

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ 2 პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მათ შორის ერთი "ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძეა, მეორე - ირაკლი ჩიხლაძე, რომელიც "სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

გამოძიებით ირკვევა, რომ ჩიხლაძე მოქალაქეებისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს მართავდა. მოპოვებულ ინფორმაციას კი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს აწვდიდა.

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირების აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო უახლოეს საათებში იმსჯელებს.

ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, ბრალდებულს ჯაშუშურ საქმიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

"არ გვაქვს იმის უფლება, ვისაუბროთ, რა მტკიცებულებები არის საქმეში წარმოდგენილი. ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ არანაირი შემხებლობა ჯაშუშურ საქმიანობასთან ირაკლის, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების რაიმე შელახვასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რაც ჩვენ საქმის მასალები ვნახეთ და რასაც გავეცანით", - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

დღის ამბები