სპორტული და გასართობი აქტივობები ბაკურიანში - ბიატლონის საერთაშორისო დღის პირველი აღნიშვნა საქართველოში.
დღეს ბაკურიანი უამრავი სტუმრის მასპინძელია. მხიარული სტარტი, სიმულაციური ვარჯიშები, ბიატლონის საბაზისო აღჭურვილობა - ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომელშიც ახალგაზრდა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოში ბიატლონის განვითარების წინაპირობა, ბაკურიანში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა გახდა. საერთაშორისო სტანდარტების 3 კილომეტრიანი ბიატლონის ტრასის მოწყობა გასულ წელს დასრულდა, რომელმაც "ბაკურიანი 2025:, ევროპის ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა.
სათხილამურო სირბილი და მიზანში სროლა - ბიატლონი ზამთრის ოლიმპიური სპორტია. სპორტის ეს სახეობა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ზამთრის სპორტად ითვლება. საქართველოს ბუნებრივი პირობები და ინფრასტრუქტურა კი, შესაბამისია იმისთვის, რომ რეგიონი ზამთრის სპორტის მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდეს.
ბიატლონი ოლიმპიური პროგრამის ნაწილი 1960 წლიდან გახდა და ზამთრის სპორტის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად დისციპლინად ითვლება. ბაკურიანის ბიატლონს მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა.
ავტორი: მარიამ ჟორჟოლიანი