ფოთის ნავსადგურმა, ზღვისპირა ქალაქში, უკვე მეორედ "ფოთიმარათონი" ჩაატარა. მარათონში 14 სხვადასხვა ქვეყნის 600 მორბენალი მონაწილეობდ, მათგან 241 უცხოელი. წელს, ღონისძიებას 100 ბავშვი შეუერთდა.
"ფოთიმარათონი" საქველმოქმედოა და მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და ტურიზმის ხელშეწყობაა. მარათონის მხარდამჭერია ფოთის მერია.