"ფერებით მოყოლილი წელი" - რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
წარმოდგენილი იყო 120-მდე ნახატი. ექსპოზიცია ბავშვთა დაცვის დღეს უკავშირდება. ახალგაზრდობის ახალი სასახლე, სადაც გამოფენა მოეწყო, რუსთავში შარშან გაიხსნა.
საგანმანათლებლო ცენტრი მრავალპროფილურია და მხოლოდ სამხატვრო პროგრამებში 340-ზე მეტი მოზარდია ჩართული.