გერმანიის მთავრობის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმზეა - კანცლერ ფრიდრიხ მერცის გუნდს მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 23% უჭერს.
სოციოლოგიური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რეიტინგებში 27%-ით პირველ ადგილზე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" გადავიდა.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მთავარ პრობლემად ეკონომიკური პრობლემები, მიგრაცია და სოციალური უთანასწორობა სახელდება, ფედერალური მთავრობის მუშაობით კი სრულად კმაყოფილი მხოლოდ 12%-ია.