05 ივნისი 2026,   09:19
ვრცლად
სოფელ თვალივში, სახელმწიფო ტყეში, დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, რომელიც 1973 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იმართება. წელს გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია - ბუნებით შთაგონებული კლიმატისთვის, ჩვენი მომავლისთვის.

ამ დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სოფელ თვალივში, სახელმწიფო ტყეში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა - ჟურნალისტებმა, მომღერლებმა და სპორტსმენებმა მიიღეს.

ამ დღის აღნიშვნის მიზანი საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.

დღის ამბები