07 ივნისი 2026,   19:59
ვრცლად
"განუსაზღვრელი შესაძლებლობები" - ქართული ფილმის ჩვენება გაეროს კონფერენციაზე შედგება

"განუსაზღვრელი შესაძლებლობები" - ასე ჰქვია ქართულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენებაც გაეროში გაიმართება. ხუთშაბათს, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონფერენციაზე ნაჩვენები იქნება ფილმი, რომელიც ქართველი პარალიმპიელების წარმატებას და ქვეყანაში შშმ პირების უფლებებს ეხება.

ფილმი, რომლის რეჟისორიც ბაჩო ოდიშარიაა, ფონდი "ქართუს" დაფინანსებით შეიქმნა. პრემიერა მალე ქართველი მაყურებლისთვისაც შედგება.

ფილმში გადმოცემულია ქართული პარალიმპიური სპორტის განვითარების ეტაპები, არაერთი წარმატება, რომელსაც ქართველმა პარასპორტსმენებმა ბოლო წლებში მიაღწიეს. ჩვენებას ნიუ იორკში რეჟისორთან ერთად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი დაესწრება.

დღის ამბები