08 ივნისი 2026,   09:31
ვრცლად
იმ პოლიტიკური ორგანიზაციებიდან, საიდანაც პრეზიდენტ სააკაშვილს აკრიტიკებენ, ვერც პოლიტიკური წონით, ვერც პოლიტიკური მასშტაბით და ვერც გაკეთებული საქმეებით, მასთან ახლოს ვერ მივლენ - გიორგი კაპანაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის დაპირისპირება გრძელდება. პარტიაში ყოფილ თანამოაზრეებს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს კიდევ ერთხელ ახსენებენ და საერთო ინტერესებისკენ დაცვისკენ მოუწოდებენ.

"იმ პოლიტიკური ორგანიზაციებიდან, თუნდაც ოპოზიციაში, საიდანაც პრეზიდენტ სააკაშვილს აკრიტიკებენ, სამწუხაროდ, ზოგჯერ წითელი ხაზების დაუცველადაც კი, ვერც პოლიტიკური წონით, ვერც პოლიტიკური მასშტაბით და ვერც გაკეთებული საქმეებით, მასთან ახლოს ვერავინ ვერ მივა. ამიტომ, საერთო საქმისთვის, სჯობს, ფოკუსი გავასწოროთ", - განაცხადა პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი კაპანაძემ.

პროცესებს გამოეხმაურნენ გახარიას გუნდშიც. პარტიაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოება მალე საკუთარი თვალით ნახავს, ბოლო 8 წლის განმავლობაში როგორ ეხმარება "ნაციონალური მოძრაობა" მმართველ პარტიას არჩევნებში.

"საქართველოს მოქალაქეებს ბევრად უფრო მეტი გამოწვევები აქვთ, ვიდრე ის, თუ რას ეტყვის გვარამია სააკაშვილს და ჩერგოლეიშვილი გვარამიასა და სააკაშვილს. ერთი რამ თავად "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლისთვისაც ძალიან მალე გახდება ცნობილი, თუ როგორ ეხმარება 2018 წლის არჩევნების შემდეგ "ნაცმოძრაობა" "ოცნებას" არჩევნებში", - განაცხადა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" სამდივნოს უფროსმა ანა დადიანმა.

ოპოზიციური დაპირისპირება სოციალურ ქსელში გამწვავდა. ანა წითლიძემ ნიკა გვარამია პარტიის ძარცვაში დაადანაშაულა, რასაც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან წითლიძის მისამართით მწვავე შეურაცხყოფა და კრიტიკა მოჰყვა.

 

დღის ამბები