08 ივნისი 2026,   16:55
ვრცლად
კახეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და სტადიონები შენდება

კახეთის რეგიონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და სტადიონების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას აქტიურად აგრძელებს.

კახეთში დაგეგმილია 8 ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურ საფარიანი სტადიონების მშენებლობა.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერეს.

დღის ამბები