11 ივნისი 2026,   20:41
ვრცლად
აშშ-ის მთავრობამ ქვეყანაში სომალელი მსაჯი და ირანის დელეგაციის რამდენიმე წევრი არ შეუშვა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სომალელი მსაჯი და ირანის დელეგაციის რამდენიმე წევრი ქვეყანაში არ შეუშვა.

მთავრობის წარმომადგენლის განმარტებით, სომალელ მსაჯ ომარ არტანს, სავარაუდოდ, კავშირი აქვს ტერორისტულ ორგანიზაციებთან, რის გამოც მას ვიზა გაუუქმეს და ის ქვეყანაში არ შეუშვეს.

სამშობლოში დაბრუნებულ არბიტრს მოგადიშოს საერთაშორისო აეროპორტში უამრავი ადამიანი დახვდა, ხოლო სტადიონ მოგადიშოზე დაახლოებით 70 ათასი ქომაგი შეიკრიბა.
''ეროვნული გმირი ხარ'', - ასეთი ბანერებით შეხვდნენ სომალელ მსაჯს სტადიონზე.

არტანი 2025 წელს აფრიკის კონტინენტის საუკეთესო მსაჯად დაასახელეს. იგი პირველი სომალელი მსაჯი გახდებოდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე იმსაჯებდა.

დღის ამბები