11 ივნისი 2026,   20:40
ვრცლად
მექსიკის ნაკრების მწვრთნელი: 50 წლიანი კარიერის მანძილზე უფრო დიდი ემოცია არ გამომიცდია - ფეხბურთელები ფიზიკურად და მენტალურად მზად არიან, არავის უნდა ეგონოს რომ მარტივი თამაში გველის

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი დღეს 23:00, მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის გაიმართება და მექსიკისთვის ეს განსაკუთრებული თამაში იქნება, რადგან გუნდი ტურნირს საკუთარ გულშემატკივრების წინაშე იწყებს.

მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხავიერ აგირე აცხადებს, რომ ფეხბურთელები ფიზიკურად და მენტალურად მზად არიან თამაშისთვის.

"საკუთარი ხალხის წინაშე თამაში დიდი უპირატესობაა და ამასთან ერთად პასუხისმგებლობაც. აცტეკა განსაკუთრებული ადგილია, ვიცით რომ ტრიბუნებიდან დიდი ენერგია წამოვა და ეს ჩვენს სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ, პირველივე წუთიდან უნდა ვაჩვენოთ, რომ მასპინძლები ვართ 50 წლიანი კარიერის მანძილზე უფრო დიდი ემოცია არ გამომიცდია.
ფეხბურთელები ფიზიკურად და მენტალურად მზად არიან, არავის უნდა ეგონოს რომ მარტივი თამაში გველის, ბოლო წლებში სამხრეთ აფრიკის ნაკრების სათამაშო დონე გაუმჯობესდა. მათ შესანიშნავი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ, ფეხბურთელები კი ფიზიკურად ძლიერები არიან. ჩვენი მიზანი მხოლოდ ამ
მატჩის მოგება არ არის, გვინდა ტურნირზე დიდი გზა გავიაროთ და წარმატებას მივაღწიოთ,"- აცხადებს ხავიერ აგირე.

დღის ამბები